შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ღარიბაშვილისნაირ უიღბლო ფრანკენშტაინებს მაშინ უხმობენ, როცა აწმყო ეცლებათ ხელიდან"-

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36750 
 06 მარტი 2019

მწერალი ლაშა ბუღაძე, ირაკლი ღარიბაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს:

"ვინმე ღარიბაშვილის "დაბრუნება" მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს (ანკი მართლაც ვინაა, განსაკუთრებულ რამეს რომ ნიშნავდეს): ივანიშვილის წასვლას. ასეთ უიღბლო პოლიტიკურ ფრანკენშტაინებს ხომ მაშინ გამოიხმობენ ხოლმე, როცა აწმყო ეცლებათ ხელიდან. არაფორმალური მმართველი ახლა ისტორიულ ჩიხში აღმოჩნდა და მისი პოლიტიკური საათის ისრები არა წინ, არამედ უკან მიიწევს, თუმცა რაკი ის ხელისუფლების მფლობელის ჩვეული ისტერიკით ეპოტინება ძალაუფლებას (ოღონდ როგორც გამორჩეულად უნიჭო და უგემოვნო პოლიტ-სუბიექტი - ქართული პოლიტიკური რეალობის სტანდარტებითაც კი), როგორც ჩანს, მანამდე არ გაეცლება ქართულ პოლიტიკურ ველს, სანამ მოგლეჯილი ხეებისგან შეკრული ბირნამის ტყე არ დაიძვრება მისკენ, რადგან დროსთან ომი 100 დღით დაბრუნებულ ნაპოლეონს ვერ მოუგია და ეჭვი მეპარება, აუხსნელად მოყვანილ-გაგდებულ-ისევ მოყვანილმა ჰაკიმ-ფაშამ მოუხერხოს რამე..."- წერს ბუღაძე.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია