შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

განახლდება თუ არა მდ. აჭზე კარიერების მუშაობა-რას პასუხობს ადგილობრივებს საკრებულო და მერია

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36724 
 05 მარტი 2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და მერიამ, გასული წლის 15 ნოემბერს დარეგისტრირებულელექტრუნულ პეტიციაზე, რომელიც მდ აჭისწყალზე ქვიშა-ხრეშის კარიერული წესით მოპოვების აკრძალვას შეეხებოდა (პეტიციას 960 ხელმომწერი ჰყავს), ავტორს ოფიციალური პასუხი უკვე გაუგზავნა

როგორც პეტიციის ავტორი, ირმა გორდელაძე „გურიის მოამბესთან“ ამბობს,  მათგან მიღებული ოფიციალური პასუხი სრულად იყო აცდენილი იმ მოთხოვნებს, რაც სოფელ ლიხაურის მოსახლეობას ჰქონდა დაყენებული, ამიტომ ისინი საკრებულოს აღნიშნული პეტიციის ხელახალ განხილვას მოსთხოვენ.

„პეტიციომანიად მიმაჩნია ის პასუხი, რომელიც ოფიციალურად მივიღეთ სოფელ ლიხაურში. პეტიცისს შინაარსი იყო ასეთი: მდ.აჭისწყალი არის ორი სოფლის სასმელი და სარწყავი წყალი, არის ტურიზმის განვითარებისათვის საუკეთესო ადგილი, თავისი უნიკალური ხეობით, იქვეა ისტორიული ძეგლები, დამბები, მდინარის სანაპიროზეა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და კარმიდამოები. აქედან გამომდინარე, ვითხოვდით მდინარე გამოცხადებულიყო  თავისუფალ ან სარეკრაციო ზონად. გვჭირდებოდა შუამდგომლობა საკრებულოსი და მერიის, გარემოს დაცვის სამინისტროსთან. პასუხად საკრებულოდან და მერიიდან მივიღეთ, რომ ეს არ არის მათი კომპეტენცია. მოწერილ პასუხში ეწერა, შეჩერებულია ქვა-ღორღის წარმოება და მძიმე მანქანები არ გადაადილდებიან სოფლის გზებზეო.აბა მე გეტყვით. კარიერების ბარბაროსული მოქმედებები შეაჩერა მოსახლეობის თავგანწირულმა პროტესტმა და ბრძოლამ. კითხვას ვსვამ? რატომ არ ეხება ოზურგეთის საკრებულოს და მერიას, მის ადმინისტრაციულ ერთეულზე არსებული სოფლის მოსახლეობის მოთხოვნა და მდინარე? ამ პეტიციას 960 ხელწერა აქვს.

ვისი პრეროგატივაა აბა პეტიციის თემა?

ვინ უნდა გაუწიოს მოსახლეობას შუამდგომლობა ზემდგომ ინსტანციებში თუ არა მუნიციპალიტეტმა?

სოფელს პასუხი არ აკმაყოფილებს და პირიქით, მიაჩნია არა კომპეტენურად.

დღეს გაგაზავნილი იქნა ოფიციალური წერილი ორივე ინსტანციაში,მერიაშიც და საკრებულოშიც. ვითხოვთ პეტიციის ხელახლა განხილვას.

სანამ შუამდგომლობას არ მივიღებთ, ბრძოლას მდინარის გადასარჩენად არ შევწყვეტთ.

p.s. არა .კარიერების თემა რომ ბომბია, რომელიც მალე აფეთქდება და ის ბარბაროსობა ,რაც ოზურგეთის მდინარეებზე ხდება,რომ მოეკითხებათ, ვისაც ეხება,  მაშინ ნახეთ თქვენ კომპეტენცია და პრეროგატივა“-აღნიშნავს ჩვენთან საუბარში გორდელაძე.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია