შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე თვითმკვლელობით დაიმუქრა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=37240 
 07 მარტი 2019

გურჯაანის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე თვითმკვლელობით დაიმუქრა. გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბიჭმა გოგონას ყვავილები მიუტანა, თუმცა მან არ გამოართვა და შემდეგ თვითმკვლელობის მუქარის წერილი გაუგზავნა. დალი მინდიაშვილის თქმით, წერილი გოგონამ მანდატურსა და სკოლის დირექტორს გადასცა.

“გურჯაანის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ბიჭმა გოგონას მიუტანა ყვავილები, თუმცა მან ყვავილების გამორთმევაზე უარი უთხრა. შემდეგ ბიჭმა გოგონას წერილი მისწერა. წერილში ის თვითმკვლელობით იმუქრება. წერილი გოგონამ მაშინვე მიუტანა სკოლის დირექტორსა და მანდატურს. გურჯაანის რაიონულ სამმართველოში მოსწავლეები, მათი მშობლები, სკოლის დირექტორი და მანდატური გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდნენ. როგორც დალი მინდიაშვილმა აღნიშნა, გამოკითხვაზე ბიჭმა განაცხადა, რომ თვითმკვლელობაზე მისი მუქარა რეალური არ არის და მან იხუმრა”, – განუცხადა knews.ge-ს დალი მინდიაშვილმა.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია