შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილი მართავს საქართველოს როგორც განგსტერი" - ფადი ასლი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36768 
 07 მარტი 2019

საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტს, ფადი ასლის ეჭვი არ ეპარება, რომ "თიბისი ბანკის" დამფუძნებელს ემუქრებოდნენ. მისი თქმით, ქვეყანაში ტერორის ნიშნებია.

ამასთან, ფადი ასლი ამბობს, რომ "თიბისი ბანკის" მიმართ ივანიშვილის მიერ გამოცხადებულ ომზე მეტად "შოკის მომგვრელი" ქართული ბიზნესის წარმომადგენლების ჩუმი დამოკიდებულებაა.

"საქართველოში ბიზნესმენებს ხელისუფლების შურისძიების ეშინიათ. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში ტერორის ნიშნებს ვხედავ. შოკირებული ვარ იმით, რომ ქართველმა ბიზნესმენებმა ხმა არ ამოიღეს თიბისის დასაცავად, მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომელიც ქვეყნის მთავრობას იყენებდა ბანკისა და ანაკლიის პროექტისთვის ზიანის მისაყენებლად. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ეს წერილი მათ გაუგზავნეს მამუკა ხაზარაძეს ეს მაფიის მუშაობაა, ივანიშვილი მართავს საქართველოს როგორც განგსტერი, ქვეყნის მთავრობა ინსტრუმენტია მის ხელში, ველოდები როდის დაიწყებენ ქართველი ბიზნესმენები ხმამაღლა საუბარს არამხოლოდ თიბისის, არამედ სხვა კომპანიების შესახებაც. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოში ტერორი მუდმივად იქნება,"-აცხადებს ფადი ასლი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა