შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რომელ კომპანიას ჰყავს მობილურის და ინტერნეტის ყველაზე მეტი აბონენტი საქართველოში

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36774 
 07 მარტი 2019

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიხედვით, 2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში 4 მობილური ოპერატორი ოპერირებს.

როგორც მისი ვებ-გვერდიდან ირკვევა, ჯამში, საქართველოში 4,893,516 აბონენტია რეგისტრირებული. აქედან ყველაზე მეტი Magticom-ის მომხმარებელთა რაოდენობაა და ის 1,976,667-ს შეადგენს, მეორე ადგილზე Veon Georgia ანუ "ბილაინია" 1,141,159 აბონენტით, მესამეზეა "სილქნეტი" - 1,774,514, მეოთხეზე კი - "ჯიმობაილია" 1176 აბონენტით.

რაც შეეხება ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობას, აქ ჯამში, 832,977 მომხმარებელია. აქედან "მაგთიკომს" 377,924 აბონენტი ჰყავს, 278,132 - "სილქნეტს", 36,154 - "ახალ ქსელებს", CGC-ს - 14,547, ახტელს კი - 18,510.

 ავტორი: ლევან თაღიაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
პოლიტიკა