შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ამდენი ეძებეს და დაწუნებული ირაკლი ღარიბაშვილი იპოვეს?! " - ლევან ბერძენიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36787 
 07 მარტი 2019

"ქართული ოცნების" კოალიციის ყოფილი დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მმართველმა პარტიამ ახალი სახეების შესარჩევად კერძო კომპანია დაიქირავა.

„ეს პარტია არ შედგა იმ უბრალო მიზეზით, რომ პარტიას თავისი წესები აქვს, თავისი შიდა დემოკრატია, აქვს განვითარების გეგმა... " ქართული ოცნება" კი ეს არის უბრალოდ ბიძინა ივანიშვილის ობიექტი, სადაც, რასაც უნდა, იმას იზამს. მაგალითად, ისე დანიშნა კაცი პოლიტიკურ მდივნად, რომ ყრილობა არ მოიწვია, არადა, წესდება პირდაპირ ავალდებულებდა. ასეთ კრებულში, სადაც წესები არ მოქმედებს, ბუნებრივია, საშველი არასდროს იქნება. ეს არ არის პოლიტიკური პარტია, მთელი მათი პრობლემა ამაშია. იქ პარტიული მუშაობა არც მიმდინარეობს და არც არასდროს ყოფილა. პარტია სულ სხვა ერთობაა, ამიტომ ყველაფერს, რასაც ახლა გააკეთებენ, იქნება ისევ ის, რაც აქამდე იყო. თუ კადრებს ეძებდნენ, ირაკლი ღარიბაშვილი როგორღა იპოვეს?! ამდენი ეძებეს და დაწუნებული ირაკლი ღარიბაშვილი იპოვეს?! ძალიან სასაცილოა," - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, "ქართულ ოცნებაში" ახალი წევრების მოზიდვის საქმე პარტიის გენერალურ მდივან კახი კალაძეს აქვს ჩაბარებული. ამასთან, არაოფიციალური ინფორმაციით, "ქართულ ოცნებას" ახალი სახეების შესარჩევად კერძო კომპანია ჰყავს დაქირავებული.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია