შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პრემიერი: განათლების სფეროში დაფინანსება მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწევს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21665 
 07 მარტი 2019
რეფორმის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში განაცხადა. მისი თქმით, რეფორმა მოიცავს სკოლამდელ, საშუალო, პროფესიულ, უმაღლეს განათლებას და მეცნიერებას. "ჩვენ ვიწყებთ რესურსების მობილიზაციას ამ დიდი პროექტის განსახორციელებლად და ეს პროექტი უკვე ამოქმედდა. მაგრამ ახლა, ჩვენ ხარისხოვნად ახალ ეტაპზე გვსურს გასვლა".მისივე განმარტებით, განათლების სფეროში სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტის მეოთხედის ინვესტირება მოხდება, რაც კერძო სექტორის მხრიდანაც გამოიწვევს ამ მიმართულებით ინვესტიციების ზრდას: "სწორედ განათლების სექტორი გახდება ჩვენი ეკონომიკის დომინანტი სექტორი და მიაღწევს 10 - 11%-იან წილს. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ სკოლამდელი და ზოგადი განათლება უსწრაფესი ტემპებით გავა ევროპულ დონეზე, ხოლო პედაგოგი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი პროფესია საქართველოში", - განაცხადა პრემიერმა.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია