შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბაკურიანში ‘ხსოვნის ტურნირი’ გაიმართა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21670 
 07 მარტი 2019
ტურნირში მონაწილეობა, როგორც ვეტერანმა, ასევე დამწყებმა სპორტსმენებმა მიიღეს.სლალომში საუკეთესო დრო მოთხილამურე გია თედიაშვილმა აჩვენა. მას ტურნირის გარდამავალი თასი უკვე მეორედ გადაეცა. თასი გარდაცვლილი სპორტსმენის ლევან თიბილოვის კლასელებმა დააწესეს. ტურნირის ყველა გამარჯვებული კი ბორჯომის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა თასებით, სიგელებით, მედლებთა და ფასიანი ვაუჩერებით დააჯილდოვეს.„ხსოვნის ტურნირი“ პირველად 2010 წელს ჩატარდა. მისი ჩატარების იდეა ადგილობრივებს ეკუთვნით და ის ცნობილ სპორტსმენებს ეძღვნება. წლევანდელი შეჯიბრებების ორგანიზატორი ბორჯომის მუნიციპალიტეტი იყო.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება