შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ძმებს ჩხუბი არასდროს ჰქონიათ’ – ბაკურიანში მოკლული 29 წლის კაცის დედა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21660 
 06 მარტი 2019
„ტრენერებად მუშაობდნენ ორივე ერთად. დილით სახლში მშვიდად დავტოვე, საღამოს სამსახურში დამირეკეს მეზობლებმა ცუდი ამბავიაო. რომ მოვედი ერთი ძირზე ეგდო სისხლიანი ეზოში, მეორე იქვე იყო ჩაცუცქული და ტიროდა, არაფერი უთქვამს რა მოხდა“, – გვიყვება გარდაცვლილი კაცის დედა. სამართალდამცველებმა ძმების სახლში საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაასრულეს. შემთხვევა, აქ დაახლოებით, 19:00–დან 20:00 საათამდე პერიოდში მოხდა. დაჭრილის დასახმარებლად სასწრაფო სამედიცინო სამსახურში მეზობლებმა დარეკეს, თუმცა როგორც დედა ამბობს, ბიჭი მალევე გარდაიცვალა. გარდაცვლილი ამ დრომდე პროზექტურაშია და მას ექსპერტიზა უტარდება. მკვლელობაში ბრალდებული გარდაცვლილის ძმაა. იგი მომხდარიდან მალევე დააკავეს. მას ჯერ ბრალი არ წარდგენია. სამართალდამცველები დაკავებულს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ედავებიან. [sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება