შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

2012 წლიდან ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ფაქტს, სახელმწიფო ბიზნესს ატერორებდეს - კალაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 მარტი 2019

2012 წლიდან ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ფაქტს, რომ სახელმწიფო რომელიმე ბიზნესს ატერორებდეს ან ზეწოლაში ჰყავდეს, -  განაცხადა თბილისის მერმა კომპანია „ფრესკოს“ დამფუძნებლის მიმართვასთან დაკავშირებით.

„თუ ვიღაც კონკრეტული პიროვნება რამეს კანონის საწინააღმდეგოს და არასწორს აკეთებს, შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან და ყველას მოეთხოვება, თუ ეს სიმართლეს შეეფერება. რა თქმა უნდა, გამოძიება ობიექტური იქნება",- განაცხადა კალაძემ.

უმრავლესობიდან წასული ეკა ბესელია ამბობს, რომ დღეს ხელისუფლებას ბიზნესის ხმა არ ესმის. თი ბი სი ბანკის საქმეზე საუბრისას ბესელია ამბობს, რომ ეს საკითხი იმსახურებს იმას მაინც, პარლამენტმა არ აირჩიოს მხარის პოზიცია და იყოს მიუკერძოებელი.

"პარალელების გავლება არ მინდა, არ მინდა შევადარო ავბედით წარსულს, როდესაც ბიზნესი იყო სრული რეკეტის ქვეშ, მაგრამ ასე იწყებოდა, როცა ცალკეულ შემთხვევებზე არ ხდებოდა მაკონტროლებელი ორგანოების რეაგირება. პარლამენტი ნუ გახდება მხარე, არამედ პარლამენტი გახდეს ნეიტრალური მაკონტროლებელი ორგანო, დადგეს ყველაფერზე მაღლა. გამოავლინოს, თუ სიცრუეა. დაიდება, რომ ეს არის შექმნილი ზღაპარი და თუ აქ რაიმე რეალობასთან გვაქვს საქმე, შესაბამისი დასკვნა დაიდოს და რეაგირება მოხდეს. მე არც ერთი მხარის პოზიციას, როგორც უტყუარი, არ ვღებულობ, მაგრამ მიმაჩნია, რომ პარლამენტი უნდა იყოს არა, როგორც მხარე, არამედ, როგორც მაკონტროლებელი ორგანო“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია