შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქურდობა ოზურგეთში-საცხოვრებელი სახლიდან ღვინის ბოცები, არყის სახდელი და საოჯახო ტექნიკა გაიტანეს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36820 
 09 მარტი 2019

ბოლო პერიოდში გურიაში ქურდობის ფაქტებმა კატასტროფულად იმატა. კვირის განმავლობაში ქურდობისა და ძარცვის არა ერთ ფაქტს  აქვს ადგილი, რაზეც თავად დაზარალებულები გვიყვებიან.

რამდენიმე წუთის წინ, „გურიის მოამბეს“ სოფელ ორმეთიდან ქალბატონი დაუკავშირდა, რომელსაც საცხოვრებელი სახლიდან თითქმის ყველაფერი მოპარეს, რისი წაღებაც შესაძლებელი იყო.

დაზარალებული გვიყვება, რომ ის მეუღლესთან ერთად, რამდენიმე დღით თბილისში იყო შვილის სანახავად, მომხდარის შესახებ მეზოვლევმა შეატყობინეს.  უკან დაბრუნებულებს სახლი გაქურდული დახვდათ. მისი თქმით, სახლიდან წაღებულია საოჯახი ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები.

„პოლიციამ მომხდარზე გამოძიება მალევე დაიწყო, თუმცა, დამნაშავის კვალს ჯერ ვერ მიაგნეს.

გაგვიტეხეს სახლი და რაც ახალი და კარგი იყო წაიღეს ყველაფერი.  ელ ჯისსარეხი მანქანა, მიქსერი, თმის ფენი, თეთრეული, პირსახოცები...

მარნიდან მოპარულია ღვინის 20 ლიტრიანი ბოცები, არყის სახდელი, რომელიც  სპილენძით იყო დამზადებული. რა ვიცი, ვენ სიმწრით ნაყიდი ყველაფერი გატანილია სახლიდან.  ჩვენს სოფელში ხშირად ხდება ასეთი ქურდობები. 4-5 შემთხვევა მაინც მოხდა ბოლო დროს. პოლიციაც იყო, ექსპერტ-კრიმინალისტებიც, საქმე ძიებაშია, მაგრამ დამნაშავეების დადგენა ვერ მოხერხდა ამ დრომდე. სავარაუდოდ, კარგად ორგანიზებული ჯგუფი მუშაობს“-გვიყვება დაზარალებული ლ. ახალაძე.

თუ რა ეტაპზეა გამოძიება და გამოიკვეთა თუ არა მომხდართან დაკავშირებით ახალი დეტალები, ამ კითხვებით „გურიის მოამბე“  შსს პრესცენტრს დაუკავშირდა. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. 

"მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები. საქმე აღძრულია სსკ 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს და 4-7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს"-გვითხრეს უწყებაში.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია