შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვინ არიან თაკო ჩარკვიანის პარტიის წევრები?

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36835 
 10 მარტი 2019

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი უკანონობისა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას ახალი პოლიტიკური პარტიის სახელით შეეცდება. ახალი და გამოცდილი სახეებით, საერთო მიზნებით და მისწრაფებებით, ”კანონი და სამართალი ” დღეიდან აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებს. 

გამეფებული კორუფციის აღმოფხვრა, რეგიონული განვითარება და ემიგრანტების დაბრუნება ახალი პოლიტიკური პარტიის გეგმების ნაწილია. პარტიის ლიდერის თქმით, ანტიკორუფციული კანონის ამუშავება პირველი ეტაპია, რის გარეშეც სხვა თემებს განვითარების პერსპექტივა არ აქვს. „კანონი და სამართალი“ მომავალს დიდი ოპოზიციური გაერთიანების რიგებში ხედავს.

„კრიზისია, კრიზისი სხვა არაფერი არ არის. თავზე ჩამოგვეშალა სახელმწიფო ინსტიტუციები და იცით რა, ჩამოგვეშალა ეს ის სიტყვა არ არის, მიზანმიმართულად ხდება ეს ყველაფერი. მე ვფიქრობ, რომ საბოტაჟია ქვეყნის წინააღმდეგ. ნებისმიერს რომ ჰკითხოთ, რა აკლია ამ ქვეყანას, მოგიტრიალდებათ და გეტყვით - კანონი და სამართალი იმიტომ, რომ კორუფციაა და უსამართლობაა. შვილმკვდარი მამები მივიღეთ რუსთაველზე. პლანტაციები შესთავაზეს მომავალ თაობას მარიხუანის. ინფლაციაა წარმოუდგენელი, დაქცეულია ხალხი. მიზანმიმართულად შეჩერებულია მუშაობა ნატო-ს და დასავლეთის ვექტორის მიმართულებით და აანონსებენ განზრახ რომ ხალხს სატყუარა გადაუგდონ და მორჩა, ჩერდება ყველაფერი,"-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

პარტიას შეუერთდა პოლიტიკოსი ირაკლი ღლონტი, რომელმაც იმ საკითხების ვრცელი სია წარმოადგინა, რაც დღეს მას და ქვეყანას აწუხებს. პარტიის რიგებში იქნება ადვოკატი მიხეილ რამიშვილიც.

გუნდი დღეს გამართულ დამფუძნებელ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარემ, თამარ ჩარკვიანმა წარადგინა და ესენი არიან: ირაკლი ღლონტი, მიხეილ რამიშვილი, ქეთევან ენუქიძე, გიორგი ცობეხია, ვატო გელაშვილი, ოთარ გურგენიძე, თამარ პატარაია და მარი საველიძე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია