შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"თაკო ჩარკვიანის იდეებს, მის გავლენას უზარმაზარი მხარდაჭერა აქვს" - დუმბაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36840 
 11 მარტი 2019

თაკო ჩარკვიანის იდეებს, მის გავლენას უზარმაზარი მხარდაჭერა აქვს,-ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, მურმან დუმბაძემ თაკო ჩარკვიანის პოლიტიკური გაერთიანების „კანონი და სამართალი“ დამფუძნებელი ყრილობის დაწყებამდე განაცხადა.

“გახარებული ვარ, რომ თაკო ჩარკვიანის ინდივიდუალური პოზიცია უნდა გადაიზარდოს კოლექტიურ პოზიციაში და აკეთებს პოლიტიკურ პარტიას, რადგან მის იდეებს, გავლენებს უზარმაზარი მხარდაჭერა აქვს. ქალბატონ თაკო ჩარკვიანს დიდი ხანია, ვაკვირდები, უკვე რამდენიმე ათეული წელია, ორი-სამი ათეული წელია, რაც დამოუკიდებელი საქართველოა.

მისი მოქალაქეობრივი პოზიცია არის ძალიან მისაღები ჩემთვის. უნდა გითხრათ, გახარებული ვარ, რომ მისი ინდივიდუალური პოზიცია უნდა გადაიზარდოს კოლექტიურ პოზიციაში და აკეთებს პოლიტიკურ პარტიას, რადგან მას, მის იდეებს, მის გავლენებს უზარმაზარი მხარდაჭერა აქვს და აგერ დარბაზიც ამას მშვენივრად აჩვენებს“, – აღნიშნა მან.

როგორც მურმან დუმბაძემ განმარტა, ის ყრილობაზე “კარგი სტუმრის” სტატუსით მივიდა, რადგან მისი და თაკო ჩარკვიანის პოზიციები ხშირად ერთმანეთს ემთხვეოდა.

„მოქალაქეობრივი პოზიციების გამოხატვა კარგია და ინდივიდიდან რომ გადადიხარ, უკვე არის ძალიან კარგი. ვნახოთ, როგორი იქნება მისი პერსპექტივები. მასაც გამოუთქვამს აქამდე, მოვლენებზე ულაპარაკია, შესაძლო ფაქტებზე, შედეგებზე. მისი პოზიციები ყოველთვის ემთხვეოდა ჩემსას და მე კარგი სტუმრის სტატუსით მოვედი“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია