შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არიან შემოქმედი ადამიანები"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36847 
 11 მარტი 2019

თაკო ჩარკვიანმა პოლიტიკური გაერთიანების „კანონი და სამართალი“ დამფუძნებელ ყრილობაზე ხელოვან ადამიანებზეც ისაუბრა და მათი პოზიცია თავისებურად შეაფასა:

„ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არიან შემოქმედი ადამიანები. ზოგის თვალწინ ვარ გაზრდილი და ძალიან მიყვარს. თავიანთი ღვაწლი აქვთ, თავიანთი დამსახურება. 30 წელია, ეს ხალხი უხერხულ მდგომარეობაში გვყავს. შემდეგ მათ რაღაც მადლიერების გრძნობა უჩნდებათ, ყველა არ არის ერთნაირი, ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, ზოგი მოხუცდა, ზოგი დაიბნა… მოკლედ რომ ვთქვათ, უხერხულია ეს ყველაფერი. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი ქვეყანა, სადაც ღვაწლმოსილი ადამიანები საკუთარი ნამუშევრის შედეგად იცხოვრებენ“, –  განაცხადა ჩარკვიანმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა