შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზუგდიდის საკრებულოსთან საზოგადოებრივი დარბაზი იქმნება

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
 12 მარტი 2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან საზოგადოებრივი დარბაზი შეიქმნება, - ამის შესახებ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე თამარ ჯიქიამ განაცხადა.

დარბაზი იქმნება სამეწარმეო და არასამეწარმეო პირებისგან. წევრთა რაოდენობა შეზღუდული არ არის, თითოეულ არასამთავრობო ორგანიზიციას ორი კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს.

საზოგადოებრივ დარბაზს შეუძლია გამოთქვას მოსაზრებები და რეკომენდაციები განსახილველ პროექტებთან დაკავშირებით, შესთავაზოს ბიუროს დღის წესრიგში ცალკეული საკითხების შეტანა, მოითხოვოს საკრებულოს ბიუროსა და საზოგადოებრივი დარბაზის ერთობლივი სხდომის ჩატარება, მომზადოს და წარუდგინოს საკრებულოს, ან მერიას წინადადებები, მოისმინოს დეპუტატების და თანადებობის პირების ანგარიშები.

სათათბირო ორგანო უკვე წლებია არსებობს ზუგდიდის მერიასთან, საკრებულოს საზოგადებრივი დარბაზი კი წელს პირველად ყალიბდება.

თამარ ჯიქიას განცხადებით, საზოგადოებრივი დარბაზის შექმნაზე საჯარო შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია