შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ნიკოლას ქეიჯს ჩემი როლი უნდა ეთამაშა, მაგრამ გიჟად გამომიყვანეს და უარი თქვა" – სააკაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36891 
 13 მარტი 2019

ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, უკრაინულ არხზე, გადაცემა "სტუმრად გორდონთან" მის შესახებ გადაღებულ ფილმებზე საუბრობს.

"ჩემს შესახებ უკვე რამდენიმე ფილმია გადაღებული, მაგალითად, იულია ტიმოშენკოსთან ერთად… ამერიკელებმა გადაიღეს ჰოლივუდური ბლოკბასტერი, სადაც ჩემს როლს მსახიობი ენდი გარსია ასრულებს… შემდეგ კიდევ ერთი ფილმი უნდა გადაეღოთ ნიკოლას ქეიჯის შესრულებით, მაგრამ ბოლო მომენტში მან უარი თქვა – იმიტომ, რომ იმ ფილმში სრულიად გიჟი უნდა ვყოფილიყავი და ნიკოლას ქეიჯს ეს არ მოეწონა. მოკლედ, ფილმები ბევრია, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, როგორს გადაიღებენ და საერთოდ, როგორ ჩაიწერება ისტორიაში. მე მაინც ვერც წავიკითხავ და ვერც ვნახავ. ჩემთვის მთავარია, რომ დღეს ვნახო შედეგები. აი, სწორედ ესაა ცხოვრების არსი – მუდმივი მოძრაობა, არსებობისთვის ბრძოლა", – განაცხადა სააკაშვილმა.

"რეზონანსი"

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა