შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" ხალხი შიმშილით გვეხოცება და... "- ხუხაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36908 
 14 მარტი 2019

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი დეპუტატ ზოიძეს მოუწოდებს, რომ სოციალური რისკები კარგად დათვალოს და გაიაზროს, რომ ფასების ზრდა კორუფციის საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის. მისი აზრით, ეს ქვეყანაში შავი ბაზრის არსებობას ხელს შეუწყობს და ამით კიდევ უფრო ბევრი ადამიანი დაზარალდება

„ძალიან მაინტერესებს, მარიხუანის თემაზე ამ კაცს ხმა რომ არ ამოუღია, ახლა სიგარეტზე ასე რამ გააგიჟა. მაინცდამაინც ქვეყანაში სიგარეტის მწეველების ბუნტი უნდა მოაწყოს? ხალხი შიმშილით რომ გვეხოცება, მაინცდამაინც თამბაქოს და სიგარეტს უნდა მივვარდეთ და ქვეყანაში ახლა ეს ნომერ პირველი პრობლემა გვაქვს? რისკები მაიტერესებს, რასაც სიგარეტის და თამბაქოს ფასის ზრდა გამოიწვევს, დათვლილი აქვს? გააანალიზა? კორუფციის რისკებს გაზრდის და აფხაზეთიდან კონტრაბანდის შემოტანას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს", - აცხადებს ხუხაშვილი.

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე კი ფიქრობს, რომ სიგარეტზე აქციზის ნებისმიერი ზრდა არის მომხმარებლის პრობლემა. მწარმოებელი და იმპორტიორი ამ დროს, ფაქტობრივად, არ ზარალდებიან. ისინი აძვირებენ პროდუქციას, ხოლო გაზრდილ ფასს მომხმარებელი იხდის. სიგარეტი არის ის პროდუქტი, რომელზეც ერთბაშად უარის თქმა ძნელია, ამიტომ ფასნამატის მთელი ტვირთი მომხმარებელს აწვება და ისედაც სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას დამატებით ფინანსურ პრობლემას შეუქმნის.

 For.ge

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია