შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გერმანია და შვედეთი პოლიტიკურ თავშესაფარს საქართველოს მოქალაქეებს არ მისცემენ" - საფრანგეთის ელჩი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36994 
 18 მარტი 2019

საქართველოში საფრანგეთის ელჩის განცხადებით, გერმანია და შვედეთი საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს არ მისცემენ, რადგან საქართველოს არის სანდო ქვეყნად აღიარებული. პასკალ მენიეს განცხადებით, ასევე უნდა მოიქცეს ევროპის ყველა ქვეყანა:

„ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ გაითავისა ფაქტი, რომ თავშესაფრის მოთხოვნა ადამიანებისგან, რომლებიც რეალურად ქვეყანაში დევნილები არ არიან, საქართველოს სახელსა და იმიჯს ვნებს და საბოლოო ჯამში, შეიძლება, ავნოს საქართველოს ურთიერთობას ევროპასთან, გერმანია და შვედეთი არ მისცემენ პოლიტიკურ თავშესაფარს საქართველოს მოქალაქეებს, ვინაიდან საქართველო აღიარებულია სანდო ქვეყნად. მსურს, ეს მესიჯი გაიმეოროს ყველამ, რომ კარგად იყოს გაგებული“, – განაცხადა ელჩმა.

პასკალ მენიეს განცხადებით, საფრანგეთის სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს დაეხმარებიან, რომ საზღვრიდან მოქალაქეთა ხშირი გამობრუნება თავიდან იქნეს აცილებული.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
პოლიტიკა