შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ერთ კვირიანი ტურნირი ცურტავში დასრულდა

სპორტი
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 19 ოქტომბერი 2018

სოფელ ცურტავში მიმდინარე ერთ კვირიანი ტურნირი მინი ფეხბურთში დასრულდა. ფინალში ერთმანეთს ცურტავისა და კოდას საჯარო სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბულ და საინტერესო თამაშში გამარჯვება ცურტავის გუნდმა „არზუ“-მ მოიპოვა. მონაწილე გუნდებს მედლები და სიგელები გადაეცათ,  პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებს კი თასები . ბოლნისისა და ქოლაგირის ვეტერან ფეხბურთელთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ჩემპიონატი,  13 ოქტომბერს დაიწყო და მასში 5 მუნიციპალიტეტის 14 გუნდი იღებდა მონაწილეობას. ტურნირზე, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესს და ახალგაზრდების დამეგობრებას ისახავს მიზნად ჩართული იყო  სოფელი ცურტავი.

ვეტერანთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ჩემპიონატი მინი ფეხბურთში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების კულტურისა და სპორტის სამსახურსა და სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების ორგანიზებით ჩატარდა.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
მულტიმედია
სპორტი