შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის მერიამ პარტიების დაჯარიმების ნაცვლად ქუჩები პლაკატებისგან თვითონ გაწმინდა

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21837 
 19 მარტი 2019
ახალციხის მერიისა და საკრებულოს, ასევე, ააპ–ების თანამშრომლებმა 9 აპრილის, რუსთაველის, კოსტავას და დიდიმამიშვილის ქუჩები სააგიტაციო პლაკატებისგან გაწმინდეს. იურისტების განმარტებით, საარჩევნო მასალისგან ქუჩების გაწმენდა პარტიებს ევალებათ. საქართველოს სარჩევნო კოდექსის 46 მუხლის მერვე ნაწილის თანახმად „შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა“.„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის რატი თინიკაშვილის თქმით, საარჩევნო კოდექსი სააგიტაციო მასალის ჩამოუხსნელობის შემთხვევაში ზუსტ სანქციას არ ითვალისწინებს: „თუმცა შესაძლებელია ვიხელმძღვანელოთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150–ე მუხლით, რაც თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს და ჯარიმას, 50 ლარის ოდენობით ითვალისწინებს. ამ მუხლით სახელმწიფოს მათთვის სანქციების დაკისრება შეეძლო". მიუხედავად აღნიშნულისა, მერიამ არჩია, რომ პლაკატების ჩამოსახსნელად თანამშრომლები გამოეყვანა და დასუფთავების აქცია მოეწყო. შეკითხვაზე, რატომ არჩიეს ასე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ „მსგავსი სახის აქციები ხშირად ტარდება–ხოლმე. კლიმატური პირობების გაუმჯობესების შემდეგ მსგავსი ტიპის დასუფთავების აქციებს კიდევ გამართავენ“. წინასაარჩევნოდ ქალაქში გაკრული მხოლოდ სამი საარჩევნო სუბიექტის „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატების პლაკატები იყო გაკრული. კანონით განსაზღვრულ ვადაში ქუჩები სააგიტაციო მასალისგან მხოლოდ „ევროპულმა საქართველომ“ გაწმინდა. [ავთო ინასარიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია