შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

წელს დავით გარეჯის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია განხორციელდება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30463 
 22 მარტი 2019
რეგიონული განვითარების ფონდი, მიმდინარე წელს საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის გზის რეაბილიტაციას დააფინანსებს. აღნიშნული მონაკვეთი ისეა დაზიანებული, რომ მძღოლებს მანქანით სიარული უჭირთ.
-"აქ დღეში დაახლოებით 300-400 ტურისტი დადის, გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმის განვითარების კუთხით, ისე ადგილობრივი უდაბნოს მცხოვრებლებისთვის. დიდი ხანია ამ მონაკვეთს რეაბილტაცია არ ჩატარებია, ისეთ ცუდ მდგომარეობაშია, მსუბუქი ავტომანქანებით გავლა ჭირს,"-განუცხადა speqtri.ge-ს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ალექსი გილაშვილმა.

რა თანხა დაიხარჯება გზის რეაბილიტაციისთვის მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შედგება და ტენდერი გამოცხადდება.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება