შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გვამებს მალავდით... ეს წარსული საქართველოში არასოდეს დაბრუნდება“- ბახტაძე "ნაციონალებს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37092 
 22 მარტი 2019

„გვამებს მალავდით. ეს წარსული საქართველოში არასოდეს დაბრუნდება... ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს, რომელზეც ვერასდროს ვერ შევთანხმდებით“, უთხრა პარლამენტში ინტერპელაციის რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს და სხვებს, რომლებიც აცხადებენ, რომ „ქვეყანაში კატასტროფული კრიმინალური მდგომარეობაა“.

„დღეს თქვენ მოგიწევთ სიმართლის მოსმენა. თქვენი განცხადებები, რომ ქვეყანაში კატასტროფული კრიმინალური მდგომარეობაა, არ შეესაბამება სიმართლეს. სიმართლე არის ის, რომ 2012 წლიდან სამართალდამცავი სისტემის მთავარი პრიორიტეტი ღიაობა გახდა და ეს სისტემა დაუბრუნდა საერთაშორისო სტანდარტებს“, აღნიშნა ბახტაძემ.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია