შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ყინული დაიძრა მეგობრებო"-გამოცხადდება თუ არა მდ. აჭისწყალი ხელშეუხებელ ზონად?

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37091 
 22 მარტი 2019

 

ლიხაურში მცხოვრები, პედაგოგი ირმა გორდელაძე "გურიის მოამბესთან" აცხადებს, რომ დღეს საკრებულოს კომისიამ კენჭი უყარა შუამდგომლობას, რის საფუძველზეც ლიხაურელების მოთხოვნას, მდ. აჭისწყალზე შეწყდეს კარიერების მუშაობა და ის გამოცხადდეს ხელშეუხებელ ზონად, გარემოს დაცვის სამინისტროსთან დააყენებს: 

ყინული დაიძრა მეგობრებო. საკრებულომ გადაწყვიტა ლიხაურის მცხოვრებთა მოთხოვნას -აიკრძალოს მდ.აჭისწყალზე ქვა-ღორღის მოპოვება, მწვანე აანთო. საკრებულო მზად არის სოფელს შუამდგომლობა გაუწიოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან.

სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ, ლავრენტი ბიგვავამ, კომისიის  წევრებს გააცნო სამინისტროში გასაგზავნი ტექსტი, რომელსაც  კენჭი ეყარა. კომისიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი შუამდგომლობას. მადლობა ბატონ ლავრენტი ბიგვავას თანადგომისთვის, ასევე ლევან მგელაძეს.

 აღსანიშნავია, რომ საკრებულოს აღნიშნულმა კომისიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო მერიისგან დამოუკიდებლად.

ამ წერილის ტექსტს სრულად შემოგთავაზებთ მოგვიანებით. მე პირადად ვესწრებოდი ამ კომისიის სხდომას და უნდა მოგახსენოთ, რომ კმაყოფილი დავრჩი. სამინისტროში გასაგზავნ წერილს მხოლოდ ბატ.დავით დარჩიას ხელმოწერა აკლია. დაველოდოთ სამინისტროდან პასუხს. სადაც კიდევ ერთი წერილი გავაგზავნეთ უკვე სოფლის სახელზე.

თუ საკრებულო პრინციპულ პოზიციას დაიჭერს კვლავაც, შესაძლებელი იქნება დაიძრას ყინული და ეკოლოგიური კატასტროფისგან ვიხსნათ გურია, სანამ გვიან არ არის-გვითხრა გორდელაძემ. 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია