შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ქართულმა ოცნება" აღარაფრით არ სჯობს წინა ხელისუფლებას-ხუხაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37110 
 22 მარტი 2019

„ქართულმა ოცნებამ" მიაღწია იმას, რომ ის აღარაფრით არ სჯობს წინა ხელისუფლებას-აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი, რომელიც ქვეყანაში ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაზრდილ კრიმინალთან დაკავშირებით ხელისუფლების მიდგომებს აფასებს: 

"ერთი მხარე ამბობს, რომ ცხოვრება მშვენიერია, მეორე მხარე აპოკალიპტურ სურათს ხატავს. ჯერჯერობით, სადღაც შუაში ვართ. 90-იან წლებამდე ჯერ არ მივსულვართ, ტენდენციები შემაშფოთებელია და ამას მიხედვა სჭირდება.

დანაშაულის სახეობებს აქვს მნიშვნელობა. წინა ხელისუფლების დროს სწორი აღრიცხვა არ ხდებოდაო. ბანკის განყოფილებაზე თავდასხმა როგორ შეიძლება არ აღრიცხულიყო?! რაღაცნაირად მაინც გავიგებდით. მანქანებს გატეხვა და რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ასეთი დანაშაულები, რა თქმა უნდა გაზრდილია. ბანკის რამდენიმე განყოფილება დაყაჩაღდა ბოლო 2-3 თვის განმავლობაში და ასეთი პრეცედენტები არ იყო წინა წლებში. ერთს მხრივ, ეს მეტყველებს იმაზე, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ და ამასაც უარყოფს ხელისუფლება, რომ სოციალური რისკები გაზრდილია. ეკონიმიკის მინისტრმა ისიც გვითხრა, ადამიანებს ეჩვენებათ, რომ უჭირთო. ფაქტია, რომ სოციალური რისკებია გაზრდილი და ამიტომაა ასეთი დანაშაულის მატება. ასევე მაქვს ეჭვი, რომ დამნაშავეთა სამყაროს გაუჩნდა დაუსჯელობის განცდა. იმიტომ რომ, ამ ადამიანების გარკვეული სეგმენტი ხელისუფლებამ პარტნიორად გაიხადა საარჩევნოდ და ამ ადამიანებს გაუჩნდათ განაცხდა, რომ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებით მოიპოვეს იმის უფლება, რომ ცოტა მეტი დააშავონ, ვიდრე ადრე აშავებდნენ. როდესაც კრიმინალს დაიხმართ პოლიტიკური ამოცანის გადაწყვეტაში, იმას უჩნდება გაჩნდა, რომ მის ვალი გაქვთ და რაღაცები უნდა აპატიოთ. ამ კუთხით, ჯერ აპოკალიპტური ჯერ არ ხდება, მაგრამ ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს და უნდა დააბრუნოს სტნადარტი, რაც იყო"-ამბობს ხუხაშვილი "რეზონანსისთვის" მიცემულ ვრცელ ინტერვიუში. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია