შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი იყო და ყოველთვის იქნება"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37135 
 24 მარტი 2019

"მივესალმები ჩვენს დიდ ოჯახს, იმიტომ რომ ჩვენ ოჯახი ვართ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" - ამ სიტყვებით დაიწყო საკუთარი მიმართვა, გრიგოლ ვაშაძემ სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მერვე ყრილობაზე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატმა დელეგატებს მადლობა გადაუხადა და წინა ხელისუფლების მიღწევებზე ისაუბრა. მისი თქმით, იმ ადამიანებმა, რომლებიც ახლა პარტიის რიგებში არიან, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ჩამოშლილი ქვეყნისგან წარმატებული საქართველო შექმნეს. 

„მივესალმები გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს, რომლებმაც გვერდში გვიდგანან და 2018 წელს უზარმაზარი წვლილი შეიტანეს ჩვენს საარჩევნო კამპანიაში. მივესალმები ყველა ჩვენ თანამოქალაქეს, რომელიც ოპოზიციურ ძალებს მედით უყურებს და ელოდება იმას, რომ ჩვენ ქვეყანას დავაბრუნებთ განვითარების და წარმატების გზაზე. 2012 წლის დეკემბერში ვამბობდი ამას და აუცილებლად გავიმეორებ. ამ პარტიის წევრებმა, თქვენ, ამ დარბაზში მყოფებმა, ჩვენმა მხარდამჭერებმა, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, გეოგრაფიულ ტერიტორიად გადაქცეული, ჩამოშლილი საქართველოსგან შექმნეს წარმატებული, რეფორმატორული ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა სრულიად ახლებური, ეფექტური ინსტიტუციები,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ვაშაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ ისაუბრა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი იყო და ყოველთვის იქნება.

„ამ პარტიის დამფუძნებელი, მიხეილ სააკაშვილი იყო და იქნება ამ პარტიის ლიდერი, საპატიო თავმჯდომარე და მიშას ამისათვის არც პროცედურა, არც ხელის აწევა და არც არაფერი სჭირდება. ამ პარტიაში ჩვენი წევრობა არის მიშას დამსახურებისადმი ჩვენი პატივისცემის გამოხატვა,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია