შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მასწავლებელი უღარიბესი სოფლიდან, რომელიც ხელფასის 80%-ს მოსწავლეებისთვის ხარჯავს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37143 
 24 მარტი 2019

მას­წავ­ლებ­ლის გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი კე­ნი­ე­ლი პი­ტერ ტა­ბი­ჩიგახ­და.

36 წლის პე­და­გო­გი სო­ფე­ლი პვა­ნის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში ას­წავ­ლის. მოს­წავ­ლე­ე­ბი სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რი­სა და რე­ლი­გი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან.

ტა­ბი­ჩის სო­ფე­ლი კე­ნი­ის ღა­რიბ რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე­ობს, სა­დაც გვალ­ვე­ბი და შიმ­ში­ლი უცხო არა­ვის­თვის არის. მოს­წავ­ლე­ე­ბის 95% ღა­რი­ბი ოჯა­ხე­ბი­და­ნაა, თით­ქმის მე­სა­მე­დი ობო­ლია, ან მხო­ლოდ ერთი მშო­ბე­ლი ჰყავს. ბავ­შვე­ბის უმე­ტე­სო­ბას სახ­ლში საჭ­მე­ლი არ აქვს. სო­ფელ­ში წა­მალ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, მო­ზარ­დე­ბის ორ­სუ­ლო­ბა და სუ­ი­ცი­დი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნე­ბია.

სკო­ლა­ში მხო­ლოდ 1 კომ­პი­უ­ტე­რია და ძა­ლი­ან და­ბა­ლი ხა­რის­ხის ინ­ტერ­ნე­ტი. 58 მოს­წავ­ლე­ზე აქ 1 მას­წავ­ლე­ბე­ლი მო­დის, რაც პე­და­გო­გე­ბის მუ­შა­ო­ბას ძა­ლი­ან არ­თუ­ლებს. სკო­ლა­ში რომ მი­ვიდ­ნენ, მოს­წავ­ლე­ებს 7 კმ-ს ფე­ხით გავ­ლა უხ­დე­ბათ, წვი­მი­ან ამინ­დში კი გზა გა­უ­ვა­ლი ხდე­ბა.

პი­ტერ­მა სკო­ლა­ში მეც­ნი­ე­რე­ბის კლუ­ბი და­ა­არ­სა, ის მოს­წავ­ლე­ებს ეხ­მა­რე­ბა კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში და მისი მოს­წავ­ლე­ე­ბის 60% ეროვ­ნულ შე­ჯიბ­რე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს. მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით გა­სულ წელს კე­ნი­ის სა­მეც­ნი­ე­რო-ტექ­ნი­კურ ბაზ­რო­ბა­ზე მოს­წავ­ლე­ებ­მა მათ მიერ შექ­მნი­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა წა­რად­გი­ნეს, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც სმე­ნა და მხედ­ვე­ლო­ბა­დაქ­ვე­ი­თე­ბულ ადა­მი­ა­ნებს საგ­ნე­ბის გა­ზომ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ.

ამას­თან, პი­ტე­რი და მისი ოთხი კო­ლე­გა და­ბა­ლი მოს­წრე­ბის მოს­წავ­ლე­ებს სკო­ლის გაკ­ვე­თი­ლე­ბის გარ­და და­მა­ტე­ბი­თაც ამ­ზა­დე­ბენ. პი­ტე­რი უქმე დღე­ებ­ში თა­ვად და­დის მოს­წავ­ლე­ე­ბის სახ­ლებ­ში, რათა მათი მშობ­ლე­ბი გა­იც­ნოს და პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ ჰქონ­დეს ინ­ფორ­მა­ცია.

ტა­ბი­ჩი მუდ­მი­ვად ზრუ­ნავს მოს­წავ­ლე­ე­ბის თვით­შე­ფა­სე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზეც. სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ორ­მაგ­და, დის­ციპ­ლი­ნუ­რი დარ­ღვე­ვე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი კი შემ­ცირ­და.

კე­ნი­ე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი პრეს­ტი­ჟულ ტი­ტულ­თან ერ­თად 1 მლნ დო­ლარს მი­ი­ღებს.

წყარო: ამბები გე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
გურიის მოამბე

სტიქია ლანჩხუთში