შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ხუთი ლიტერატურული ჟურნალის გამოცემას დააფინანსებს

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=61958 
 26 მარტი 2019
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბიუჯეტიდან ხუთი ლიტერატურული ჟურნალის გამოცემა დაფინანსდება

 

 

სამინისტროს ინფორმაციით, საკონკურსო კომისიამ გამოავლინა ჟურნალები, რომლებსაც  განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო   2019 წელს დააფინანსებს. 

 

 ესენია:

საბავშვო ლიტერატურული ჟურნალები - „დილა“ (25,000 ლარი) და " შოკოლიტი"(25,000 ლარი).

 ლიტერატურული ჟურნალები - "ცისკარი" (35,000 ლარი),  „არილი“(48,000 ლარი) და „ახალი საუნჯე“(49,000 ლარი).

 

კონკურსი ლიტერატურული ჟურნალებისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად მწერალთა სახლმა ამა წლის 25 თებერვალს  გამოაცხადა. სულ შემოვიდა ხუთი განაცხადი.  საბავშვო ჟურნალების კონკურსზე წარდგენილი იყო  ორი ჟურნალი: „დილა“ და "შოკოლიტი". ლიტერატურული ჟურნალების კონკურსზე კი სამი ჟურნალი: „არილი“, „ცისკარი“ და „ახალი საუნჯე“.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია