შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვანო მერაბიშვილს პატიმრობიდან გაათავისუფლებენ?!

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37162 
 25 მარტი 2019

 ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას მიმართავს, დაუყოვნებლივ იმსჯელოს ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე.

„სასამართლომ მიუთითა, რომ ის საფუძვლები, რომელიც მოყვანილი ჰქონდა ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას, არის უსაფუძვლო. ასევე, მიუთითა მათ, რომ ახლიდან იმსჯელონ და სხვა გადაწყვეტილება გამოიტანონ. ეს გადაწყვეტილება უკვე კანონიერ ძალაშია შესული, იუსტიციის სამინისტროს ის არ გაუსაჩივრებია სააპელაციო სასამართლოში. შესაბამისად, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია ახლა ვალდებულია, რომ იმსჯელოს კანონით დადგენილ ვადებში. როგორც წესი, ეს ვადები არის თვის 25 რიცხვიდან, შემდგომი თვის 5 რიცხვამდე და მოახდინოს ახალი სამართლებრივი აქტის გამოცემა. იმის გათვალისწინებით, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას, რჩება ერთადერთი გამოსავალი, რომ მათ დაუყოვნებლივ იმსჯელონ და გაათვისუფლონ ვანო მერაბიშვილი პატიმრობიდან", - განაცხადა ჩივიაშვილმა.

2013 წლის 21 მაისს, პროკურატურამ ვანო მერაბიშვილი დააპატიმრა და ბრალი დასდო მოსყიდვაში, გაფლანგვასა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. ბრალდება შეეხებოდა დასაქმების სახელმწიფო პროგრამას, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესა და 26 მაისის აქციის დაშლას.

2014 წლის 17 თებერვალს სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხზე იმსჯელა და დაადგინა, რომ მერაბიშვილი კვლავ პატიმრობაში უნდა დარჩეს.

პრაიმტაიმი

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია