შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

'ივანიშვილის დილემა-დაუჭერს საზოგადოება მხარს "ცხვრის ფარას"?

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 მარტი 2019

“ცხადზე ცხადია, რომ დღეს ყველა დეპუტატი ფიქრობს არა ქვეყნის ბედ-იღბალზე, არამედ საკუთარ ადგილზე “ქართული ოცნების” მომავალ საპარლამენტო სიაში. ზოგი თავს ისევ "ქართულ ოცნებაში" ხედავს, ზოგმა იცის, რომ მისთვის კარი, სავარაუდოდ, დაიხურება და ამიტომაც სხვა გზებს ეძებს. დღეს “ქართული ოცნების” ლიდერ ბიძინა ივანიშვილს აქვს სერიოზული დილემა, როგორ გადაახალისოს პარტია ისე, რომ 2020 წლისთვის ის უნარიანი იყოს და წარმატებას მიაღწიოს.

“ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ის არის, რომ ხალხს ეძებენ ერთგულებისა და არა პატიოსნებისა და პროფესიონალიზმის მიხედვით. პატიოსანი და პროფესიონალი ადამიანი თავისუფალიცაა და მისი მართვა რთულია. ამიტომ ასეთები აშინებთ. ამგვარი ადამიანების მოთოკვა და მოთვინიერება შეუძლებელია. მოკლედ, ისევ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ: ან პროფესიონალები და საღად მოაზროვნე ძლიერი პიროვნებები უნდა მოიყვანონ პარტიაში, ან მორჩილი ცხვრის ფარა, რომელიც მხოლოდ ღილაკის დამჭერი იქნება, თან ისე, რომ არ აერიოს. თუმცა აქაც დიდი პრობლემა აქვს ივანიშვილს, დაუჭერს კი ცხვრის ფარას საზოგადოება მხარს?-აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია