შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოს თასზე ‘თორი’ და ‘ბორჯომი’ ერთმანეთს შეხვდებიან

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21921 
 25 მარტი 2019
საქართველოს თასის წინასწარი ეტაპი ბორჯომელებმა 15 მარტს ახალქალაქის „აბულთან“ გამარჯვებით, ანგარიშით 2–1 დაიწყეს. ამის შემდეგ ბორჯომელები წინასწარი ეტაპის ბოლო მატჩში ახალციხის „მესხეთს“ დაუპირისპირდნენ, შეხვედრაში ბორჯომელებმა გამანადგურებელი ანგარიშით, 12–0 გაიმარჯვეს. გათამაშების პირველ ეტაპზე ხარაგაულის „ჩხერიმელას“ შეხვდნენ და გამარჯვება არც ამ მატჩში გაუჭირდათ – „თორმა“ ექვსი უპასუხო ბურთი გაიტანა.გუნდის მეკარისა და ვიცე–კაპიტნის ალექს ოქრომელიძის თქმით, „თორის“ სამწლიანი არსებობის მანძილზე ეს ყველაზე დიდი წარმატებაა: „საქართველოს თასის ამ ეტაპამდე ადრე არასდროს მივსულვართ, ახალციხის და ახალქალაქის გუნდები ტრადიციული მეტოქეები არიან და მათთან გამარჯვებას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. ახლა მხოლოდ „ბორჯომთან“ დაპირისპირებაზე ვფიქრობთ. ამ მატჩს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს“.ბორჯომის საფეხბურთო გუნდ „თორის“ ფეხბურთელები ადგილობრივი ახალგაზრდები არიან. „თორი“ საქართველოს თასის მეორე ეტაპზე ბორჯომის „ბორჯომს“ 28 მარტს დაუპირისპირდება. მატჩი ისტორიული იქნება, რადგან აქამდე ბორჯომის ორი საფეხბურთო გუნდი ერთამენთს არასდროს შეხვედრია.[ავთო ინასარიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება