შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონებრის დახმარების მიზნით ტურნირი დაიწყო

სპორტი
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 28 მარტი 2019

საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი “თანადგომა”, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ატარებს ტურნირს მინი ფეხბურთში. ტურნირი არის პროექტის ეგიდით წამოწყებული კამპანიის “ევროკავშირის მხარდაჭერით ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა - ხელი შევუწყოთ ადამიანების საზოგადოებაში დაბრუნებას!“
 
კამპანიის მიზანია, ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების დასაქმების, მათი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის ხელშეწყობა და აქედან გამომდინარე მეორადი დანაშაულის პრევენციას. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო სტრუქტურების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და კერძო კომპანიების საფეხბურთო გუნდები. 
 
ტურნირის მხარდამჭერია ქუთაისის მერიის ააიპ "სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება". ტურნირის მსვლელობის დროს ჩატარდება ფლეშ-მობი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ World Vision საქართველოს ქუთაისის მიუსაფარ ბავშვთა დღისა და კრიზისული ინტერვენციის ცენტრის ბენეფიციარები . ტურნირის მონაწილეებს გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია