შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გიორგი კახიანის მტკიცებით, სახლიდან მხოლოდ ტელევიზორი მოპარეს

პოლიტიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 23 ოქტომბერი 2018

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გიორგი კახიანის მის სახლში ქურდობის ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ  სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერში, მისი სახლიდან მხოლოდ ტელევიზორი მოიპარეს.

„სახლი უშუალოდ ჩემი არ არის. ის ჩემს გარდა, ჩემი ბიძაშვილებისიც არის. როცა სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი, ამ სახლში ვცხოვრობდი და ქუთაისში ფაქტობრივად, ეწერიდან დავდიოდი, მაგრამ ბოლო პერიოდში არ ვყოფილვარ. რამდენიმე დღის წინ ადგილობრივებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ ფანჯარა იყო გატეხილი. დათვალიერებით ნახეს, რომ ტელევიზორი იყო წაღებული. მართლაც აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ტელევიზორი წაიღეს და სხვა არაფერი დაკარგულა. ამის შემდეგ ორ-სამ დღეში მითხრეს, რომ ქურდები დააკავეს და საქმე გახსნეს. სახლში არავინ ცხოვრობს და როგორც სოფელში ხდება, მას ადგილობრივები აქცევენ ყურადღებას“, - განუცხადა გიორგი კახიანმა.

დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ სამტრედიის რაიონში გახშირებული ქურდობის ფაქტების შესახებ მას არაფერი სმენია და მომეტებული კრიმინალის თაობაზე არ აქვს არანაირი ინფორმაცია. 

შეგახსენებთ, ქურდობის ფაქტზე ინფორმაცია "ნიუპრესმა" გაავრცელა. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია