შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისში ბაგრატ მესამის ძეგლის დადგმას ითხოვენ

კულტურა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 23 ოქტომბერი 2018

ქუთაისში გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ მესამის ძეგლის დადგმას ითხოვენ. ძეგლის ესკიზის ავტორი მოქანდაკე გიორგი ლომთაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ქუთაისში იდგეს საქართველოს გამართიანებელი მეფის ძეგლი, რითაც კიდევ ერთხელმოხდება საქართველოს ისტორიაში ქუთაისის როლისა და მნიშვნელების ხაზგასმა. 

 "საქართველოს გაერთიანება მის სახელთანაა დაკავშირებული, ვფიქრობ, მნიშვნელობანია რომ მისი ძეგლი ქუთაისში იყოს, როგორც ბაგრატის ტაძარია ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო, ასევე იქნება საქართველოს გამაერთიანებელი მეფის ძეგლი, ქვეყანას დღესაც ჭირდება გაერთიანება", - განაცხადა გიორგი ლომთაძემ. 

მისი თქმით,  ძეგლი ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა დაიდგას, ისე,  რომ მისი დანახვა ქალაქის სხვადასხვა ადგილებიდან იყოს შესაძლებელი, თუმცა,  მისივე თქმით,  კონკრეტული ადგილი და ზომები, არქიტექტორებმა უნდა გადაწყვიტონ. მისი მიერ შექმნილ ესკიზში მეფე ზის და მუხლებზე ხმალი უდევს.   

გიორგი ლომთაძე საზოგადოებას მის იდეასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისაკენ მოუწოდებს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია