შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ ფიაში XI-XII საუკუნეებით დათარიღებული თიხის ჭურჭელი აღმოაჩინეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21973 
 28 მარტი 2019
"ეზოში შენობა უნდა ამეშენებინა და მიწა ამოვთხარე, ქოთანი ამოვიდა და კიდევ სხვა თიხის ჭურჭელიც, კულუტრული მემკვიდრეობის სააგენტოდან იყვნენ და წაიღეს, მითხრეს, რომ სამუშაოები აღარ გამეგრძელებინა. მას შემდეგ ხელი არ მიხლია", – ამბობს ფიაში მცხოვრები ვასო მაღრაძე.კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლა დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ აღმოჩენილი ნივთები ვარძიის მუზეუმ–ნაკრძალის ფონდებშია გადატანილი. "ქვევრი, რომელიც ამოღების დროს ნაწილობრივ დაზიანდა, ექვემდებარება აღდგენას. ასევე აღმოჩენილია დიდი ზომის დაზიანებული ქოთანი და საქაჯავი, ბრტყელ ბაზალტის ქვაში ამოჭრილი ღარებით", – აცხადებენ სააგენტოში. ვარძიის მუზეუმ–ნაკრძალის ფონდების მცველი მუხრან თაქთაქიძე ამბობს, რომ სოფელ ფიაში, სადაც თიხის ჭურჭელი აღმოაჩინეს, ძველი ნასოფლარია, რომელიც X საუკუნით თარიღდება. მსგავსი ქვევრია აღმოჩენილი სოფელ ხერთვისშიც."ფიაში აღმოჩენილ ჭურჭელს მე ჩავუტარებ რესტავრაციას. რადგან ეს ძველი ნასოფლარია. შეიძლება მსგავსი რამ კიდევ აღმოჩნდეს", – განმარტა მუხრან თაქთაქიძემ.[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება