შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ოჯახში ქალზე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები ჭარბობს’ – შსს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21965 
 27 მარტი 2019
შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ბოლო წლებში ქალთა მიმართ და ოჯახში მეუღლის მხრიდნა ჩადენილი ძალადობის ფაქტებმა იკლო. ეს არის იმის შედეგი, რომ კანონი გამკაცრდა. გასულ წლებთან შედარებით ქალს ნაკლებად ეშინია, იმის რომ პოლიციას მიმართოს“, – ამბობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი ქეთევან აბულაშვილი. მისი თქმით, მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება, თუ პოლიციას არა მხოლოდ მსხვერპლი, არამედ ძალადობის შემსწრე პირიც მიმართავს: „ამ მიმართულებით საჭიროებს საზოგადოება ცნობიერების ამაღლებას და ჩვენც აქტიურად ვმუშაობთ ამ მიზნით“. შსს–ს სტატისტიკით, ოჯახში ძალადობის ფორმებს შორის პირველ ადგილზე ფსიქოლოგიური ძალადობაა (49%), შემდეგ კი ფიზიკური ძალადობა და იძულება (25%–25%). „რაღაც პერიოდის წინ, როცა ჩვენს თვალწინ დანაშაული ხდებოდა, ჩვენ არ ვიცოდით ეს იყო თუ არა დანაშაული. დღეს ჩვენ ვხედავთ, თუ რამდენი რამ არ არის ამ მიმართულებით წესრიგში. ვფიქრობ, მთავარი გამოწვევა მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებაა“, – ამბობს ახალციხის საკრებულოს დეპუტატი ბესიკ გოქსაძე. 2018 წელს ოჯახში ძალადობის ფაქტზე ძიება სამცხე–ჯავახეთში 179 საქმეზე დაიწყო, ამ მაჩვენებლით საქართველოს ათ რეგიონს შორის სამცხე–ჯავახეთი მერვეა. ქვეყნის მასშტაბით ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ყველაზე მეტჯერ ძიება ქვემო–ქართლში, 796 საქმეზე დაიწყო. გაზრდილია გამოწერილი შემაკავებელი ორდერების რაოდენობაც. 2016 წელს 2 877, 2017–ში 4370, ხოლო გასულ წელს 6 000 შემაკავებელი ორდერი გამოიწერა.შეხვედრა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით, "ქალთა ისტორიის თვეში" გაიმართა. "ქალთა ისტორიის თვე" მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად მარტში აღინიშნება. მისი მიზანი ქალთა მიღწევების წარმოჩენა და ამ გზით მსოფლიოს განვითარებაში ქალების როლის ხაზგასმაა.[ავთო ინასარიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია