შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ამ კაცმა თქვა, სააკაშვილი გთხოვთ მუშაობას და სწავლას, მე წამოგაწვენთ დივანზე"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37301 
 30 მარტი 2019

ივანიშვილი მე არ ჩამომიყვანია საქართველოში, შევარდნაძეს ჰყავდა ჩამოყვანილი, რადგან მის ოჯახს უხდიდა ფულს, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ქალაქ ჰანოვერში, ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„შევარდნაძის დროს ჰქონდა სასახლე ზემოთ აშენებული და კარგად იყო მოწყობილი, კუდები ჰქონდა გადაფსკვნილი ჯოხთაბერიძესთან. ხშირად ამბობენ, რა დემოკრატიობანა აგიტყდა, ოკუპირებულია ტერიტორიები, რუსეთი, ამხელა უზარმაზარი ზვიგენი, რატომ აყრევინე კენჭიო. მაგრამ მეორეს მხრივ დაფიქრდით, ჩვენ შემოვედით „ვარდების რევოლუციის“ დროს ლოზუნგით – დემოკრატია, თავისუფალი არჩევნები და 2012-ში რომ გვეთქვა, ბოდიში, შემოვედით ლოზუნგებით, მაგრამ ახლა აღარ გვინდა დემოკრატია. ჯერ ერთი, ვერავინ გაგვიგებდა და მეორე, ვუღალატებდით საკუთარ თავს. მეორე, ცდუნება იყო ძალიან დიდი ქართველი ხალხისთვის. ამ კაცმა თქვა, სააკაშვილი გთხოვთ მუშაობას და სწავლას, მე კი წამოგაწვენთ დივანზე და მაცივარი სავსე გექნებათ, როგორც ჭორვილაშიო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია