შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სიღნაღში 25 პროექტი განხორციელდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=37763 
 01 აპრილი 2019

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ” ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში ოცდახუთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

პროექტების განხორციელებისთვის 340 000 ლარი დაიხარჯება. საკრებულოში აცხადებენ, რომ პროექტები ეხება გარე განათების, სკვერების, საბავშვო ბაღში ატრაქციონების, გარე განათებისა და ღია ტრენაჟორები მოწყობას, წყლის სისტემის რეაბილიტაციას, სასაფლაოების შემოღობვას და ა.შ.

სოფლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ საქართველოში 2009 წელს დაიწყო და 2017 წელს შეწყდა, თუმცა 2019 წელს აღდგა. პროგრამა მიზნად ისახავს სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურის განვითარებას და მოსახლეობის ჩართულობის ზრდას გადაწყვეტილებების მიღებაში.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია