შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბიძინა ივანიშვილს არაფერი ისე არ უნდა, როგორც მიშა სააკაშვილის სიკვდილი"- ნიკა გვარამია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37324 
 01 აპრილი 2019

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს პირველ პრეზდენტს, ზვიად გამსახურდიას „ვერავინ ვერ გადააჭარბებს ვერასდროს. ერთადერთი, ვინც მიუახლოვდა, იყო მიშა სააკაშვილი“, ხოლო „ბიძინა ივანიშვილს არაფერი ისე არ უნდა, როგორც სააკაშვილის სიკვდილი“.

„ზვიადი რჩება იმ სიდიადეში, რომლიდანაც მას ვერავინ ვერასოდეს ვერ გამოიყვანს. ის არის ამ ქვეყნისთვის თავისუფლების და დამოუკიდებლობის მომტანი. წერტილი. ამაზე მეტი არ არსებობს უბრალოდ და ზვიადს ვერავინ ვერ გადაახტება, ვერავინ ვერ გადააჭარბებს ვერასდროს. ერთადერთი, ვინც მიუახლოვდა, იყო მიშა სააკაშვილი, რომელმაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მერე მოგვიტანა უკვე თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის სახე. ეს ორი ადამიანი იყო. ერთი განდევნეს და მოკლეს. მეორე განდევნეს და ვერ მოკლეს. ამაში, პირველ შემთხვევაში, შევარდნაძე იყო, მეორე შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი.

გვარამია დარწმუნებით ამბობს, რომ „ბიძინა ივანიშვილს არაფერი ისე არ უნდა, როგორც მიშა სააკაშვილის სიკვდილი და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს“.

„ზვიად გამსახურდიაც გააგდეს საქართველოდან და ის უბრალოდ ჩეჩნეთს აფარებდა თავს და მიშა სააკაშვილიც გააგდეს საქართველოდან. საბედნიეროდ ის ცოცხალია, საბედნიეროდ ის მოღვაწეობს, 21-ე საუკუნეა და ამიტომ რთულია იმის გაკეთება, რაც მოხდა ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით, თორემ სრულიად დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილს არაფერი ისე არ უნდა, როგორც მიშა სააკაშვილის სიკვდილი და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს, მათ შორის საკუთარ თავზე აიღებს ამ ამბავს“, აცხადებს გვარამია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია