შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლების მოთხოვნით სახალხო მოძრაობა იქმნება

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22037 
 02 აპრილი 2019
ცნობა ჟურნალისტებთან დემონსტრაციის მონაწილემ, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" წევრმა, გიორგი ღვინჯილიამ გაახმიანა.მისი თქმით, მოძრაობის საორგანიზაციო შეხვედრა მალე დაანონსდება და მასზე მიწვეული იქნება ყველა მსურველი, მათ შორის, ტაქსის მძღოლები, იპოთეკარები, დევნილები და სხვები.“ჩვენ აქ ვითხოვთ რაღაც ელემენტარულს. ჩვენს უკან არ არის არცერთი პოლიტიკური პარტია. ჩვენს უკან არ არის რაღაც დაფინანსება. ჩვენ ვართ რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც გვინდა, რომ შრომითი უფლებები ამ ქვეყანაში იყოს დაცული. ამის გარდა, გვინდა, იყოს დაცული იპოთეკარების უფლებები და ა.შ. “სოლიდარობის ქსელის” გვერდზე დაანონსდება შეხვედრის თარიღი, სადაც ჩვენ ვიწვევთ ყველას: ვიწვევთ ტაქსის მძღოლებს, ვიწვევთ იპოთეკით დაზარალებულებს, ვიწვევთ დევნილებს, რომლებიც შეჭრილები არიან სხვადასხვა შენობებში… ჩვენ ვიწვევთ ყველა ამ ადამიანს და ყველამ ერთად დავაანონსოთ მოძრაობა, სახალხო მოძრაობა, რომელიც იბრძოლებს ხალხის უფლებებისთვის”, – განაცხადა მან.პირველი აპრილის აქცია სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 31 მარტს ჭავჭავაძის N5-ში მიმდინარე მშენებლობაზე მიწის ჩამოშლის შედეგად ორი მუშა დაიღუპა. შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუყოვნებლივ გამკაცრებისა და შრომის ქმედითი ინსპექციის ამოქმედების მოთხოვნით მოქალაქეები თავდაპირველად მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბნენ.მცირე ხნის შემდეგ მათ მსვლელობით გადაინაცვლეს ჭავჭავაძის N5-ში, იმ ობიექტის მიმდებარედ, სადაც მუშები დაიღუპნენ. აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილის ერთ მხარეს დასხდნენ და აცხადებდნენ, რომ არ დაიშლებოდნენ მანამ, სანამ ადგილზე ქალაქის მერი, ასევე პრემიერ-მინისტრი, ჯანდაცვისა და ეკონომიკის მინისტრები არ მივიდოდნენ. მათ ხელისუფლების წარმომადგენლებს ვადა 23:00-მდე მისცეს.თუმცა, ვადის ამოწურვამდე, აქციის ზემოხსენებულ ფორმატში გაგრძელებაში დემონსტრანტებს ხელი პოლიციამ შეუშალა და ისინი ტროტუარის მიმართულებით შეავიწროვა. დააკავეს ოთხი ადამიანი, მათ შორის, "საიას" იურისტი ვახუშტი მენაბდე, აქტივისტები – დავით სუბელიანი და ცოტნე ცხვედიანი. მოგვიანებით დაკავებულები შსს–მ გაათავისულფა. [sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია