შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ეს არაა ჩვეულებრივი არჩევნები, ეს ისევ სააკაშვილისა და ივანიშვილის დაპირისპირებაა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37403 
 04 აპრილი 2019

ჭიჭინაძის განცხადებით, ივანიშვილმა რიგითი მერის არჩევნები მთავარ საბრძოლო არენად არ უნდა გადააქციოს, წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას" დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

„ამ არჩევნებს საკმაოდ მაღალი პოლიტიკური დატვირთვა ექნება. რულოვსისა და შენგელიას კანიდიდატურები აღარ განიხილება. ეს არის საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური დაპირისპირება. იქიდან გამომდინარე, რომ ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო კამპანიაში აქტიურად არის ჩართული, იგი სამეგრლოში მოგზაურობს, იმედია ამ კამპანიას თავად არ ჩაატარებს, რადგან წაგების შემთხვევაში „ოცნება" წაგებული რჩება და პოლიტიკური რეალობაც შეიცვლება, რაც „ქართული ოცნებისთვის" ურთულესი პრობლემა იქნება.

„ეს არაა რიგითი მერის არჩევნები. თუკი მასში ივანიშვილი მიიღებს მონაწილეობას, ეს ისევ და ისევ გამოვა დაპირისპირება საკააშვილსა და ივანიშვილს შორის, ანუ „ნაციონალებსა" და „ოცნებას" შორის. ამ დამარცხებას „ოცნებისთვის" შეიძლება უფრო მეტი პოლიტიკური ფასი ჰქონდეს, ვიდრე გრიგოლ ვაშაძის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება იქნებოდა. ამიტომ, ამაზე „ოცნება" უნდა დაფიქრდეს და რიგითი მერის არჩევნები არ აქციოს დიდ ბრძოლად, რომელსაც შეიძლება ქვეყანაზე აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური რეალობის ჩამოყალიბება მოჰყვეს," - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ "რეზონანსთან".

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია