შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘პოლიციაში გამლახეს’ – ბრალდებულმა სასამართლოში ზეწოლაზე ისაუბრა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22090 
 04 აპრილი 2019
„რომ დამაკავეს ჩემზე იყო არაადამიანური მოპყრობა, დამცირებები, გალახვა. პოლიციაში შალვა აღნიაშვილმა [ახალციხის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე] მცემა და პროკურატურაში ჩემ საქმეს მისი ნათესავი ნინო აღნიაშვილი იძიებდა. არ უნდა ყოფილიყო ეს ასე“, – განაცხადა სასამართლო დარბაზში ბრალდებულმა ა.დ–მ. დღეს პროცესის მიმდინარეობისას ჩვენება დაზარალებულმა ზაზა ნანობაშვილმა მისცა. მისი თქმით, ქურდმა კარის საკეტი დააზიანა და სახლში ისე შეაღწია: "3000–მდე ლარის ოქროს ნაკეთობები წაიღეს, გარდა მაგისა დამიმტვრიეს ჭურჭელი, დაჭრეს სავარძელი. ჯამში 6000–მდე ლარის ზიანი მომადგა“. ნანობაშვილის შემდეგ დარბაზში ის ოქრომჭედელი დაიკითხა, რომელსაც ბრალდებულმა, სახლიდან მოპარული ოქრო ჩააბარა. თუმცა, პროცესზე მოწმემ განაცხადა, რომ იგი ბრლადებულს არ იცნობდა და არც არსდროს უნახავს. დაკავებული ნარკოტიკების შეძენა–შენახვას აღიარებს, სახლის გაქურდვის ფაქტს კი უარყოფს. ბორჯომში მცხოვრები, შუახნის ა.დ. ახალციხის რაიონული სამმართველოს უფროსსა და მის მოადგილეს ცემაში ადანაშაულებს. ბრალდებულის მტკიცებით, მას ახალციხის პოლიციის მაღალჩინოსნები ფიზიკურად ბორჯომის რაიონული სამმართველოს შენობაში, მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც ის ნარკოტიკის შეძენის გამო დააკავეს. ამის შემდეგ კი მას, როგორც ბრალდებული ამბობს, ახალციხეში ბინის გაქურვა დააბრალეს. პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს პროკურატურა იძიებს. [თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება