შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

2 წელიწადში ვიდეოჯარიმებში საქართველოს მოქალაქეებმა 57 მილიონი ლარი გადაიხადეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37395 
 04 აპრილი 2019

2017-2018 წლებში ვიდეოჯარიმებში საქართველოს მოქალაქეებმა 56 744 770 ლარი გადაიხადეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, რომ 2 წელიწადში 1 591 466 სამართალდარღვევა დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის მონაცემის მიხედვით, ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული იყო 399 173 სამართალდარღვევის ფაქტი, ხოლო 2018 წელს ეს მონაცემები თითქმის გაოთხმაგდა და 1 192 293 შეადგინა. შესაბამისად, ავტომანქანების მფლობელმა მოქალაქეებმა, 2017 წელს ვიდეოჯარიმებში სულ 14 696 860 ლარი გადაიხადეს, ხოლო 2018 წელს - 42 047 910 ლარი.

იმის მიუხედავად, რომ 2017 წლის 1 ნოემბრიდან ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ამოქმედდა, რასაც ავტომობილების მძღოლებისათვის უნდა გაემარტივებინა კანონდარღვევის შესახებ ინფორმაციაზე წვდომა, ავტომფლობელების სათანადო ინფორმირება მაინც არ ხდება და ჯარიმებზე დარიცხული საურავების რაოდენობა ძალიან დიდია.

2018 წლის დასაწყისში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 170 ვიდეოკამერა ფუნქციონირებდა. ამჟამად კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით 2204 ვიდეოკამერა მოქმედებს. მათ შორის 829 ნომრის ამომცნობია, 1375 კი ზოგადი ხედვის კამერაა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია