შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ჩვენ ზრდასრული ადამიანების ნაკლებობა გვაქვს...ხელმოცარულები მომავალ თაობას წამლავენ"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37417 
 04 აპრილი 2019

"დარჩით მარტო. რაც შეგიძლიათ მეტი ხნით დარჩით მარტო. წადით ოჯახიდან, ნუ დარჩებით იქ, სადაც საჭმელს გიმზადებენ, ოთახს გვიან და სარეცხს გირეცხავენ. უარი უთხარით მშობლებს ძვირფას საჩუქრებზე, ფულსა და მანქანაზე, მამის მეგობრების მიერ შემოთავაზებულ სამსახურზე. იმისათვის რომ შეძლო საყვარელი საქმის კეთება, ყველაფერი რაც გაქვს, შენით უნდა მოიპოვო, შენით უნდა დაკარგო, შენით უნდა შეძლო პრიორიტებების დალაგება. წადით საკუთარი ქალაქიდან. ჯობს უცხო ქალაქში მარტომ ისწავლო ცუდ უნივერსიტეტში, ვიდრე მშობლების გარემოცვაში, საკუთარ ქალაქში, სადაც ყველაფერი ნაცნობია და კომფორტული. ესაა მთავარი. ჩვენ ზრდასრული ადამიანების ნაკლებობა გვაქვს. ჩვენთან დედები შვილებს აბსურდულ ასაკამდე აჭმევენ, აცმევენ და უვლიან, შემდეგ კი დედებს ცოლები ცვლიან. ამიტომ ჩვენ გვყვავს ხელმოცარული, ინფანტილური და ზრდასრულობა ვერ მიღწეული მოხუცები, რომლებიც მომავალ თაობას წამლავენ საკუთარი არასრულფასოვნებით. სანამ ასეა, სულ უფრო ცოტა ადამიანი შეძლებს საკუთარი გზის პოვნას და სულ უფრო მეტი ტანჯვა იქნება ჩვენ გარშემო და ეს ყველაფერი დაბრალდება ცხოვრებას, რომელიც სინამდვილეში ისეთია, როგორც ჩვენ გადავწყვეტთ რომ იყოს და ამ ყველაფერში არანაირი სხვა საიდუმლო არ არის."

ტორესა მოსი. ახალგაზრდა ქართველი მწერალი, ლიტერატურული პრემია საბას ლაურეატი, მუსიკოსი, სცენარისტი, სამოქალაქო აქტივისტი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია