შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლანჩხუთში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37425 
 05 აპრილი 2019

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, „ბმვ“-ს მარკის ავტომობილი ჯერ სატვირთო ავტომაქანას შეეჯახა, შემდეგ კი - ჯიპს. შემთხვევის შედეგად ,,ბმვ“-ს ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანა.

მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია