შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოკუპირებულ აფხაზეთში ნარკოდილერებს სიკვდილით ან სამუდამო პატიმრობით დასჯიან

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37436 
 05 აპრილი 2019

4 აპრილს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პარლამენტმა ე.წ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შეიტანა, რომელიც დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეტანა-გატანისთვის სამუდამო პატიმრობას, გამონაკლის შემთხვევებში კი სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.

კანონპროექტის ინიციატორი ე.წ პარლამენტის დეპუტატი დმიტრი დბარი იყო.

სასიკვდილო განაჩენთან დაკავშირებით ოკუპირებულ აფხაზეთში 2007 წლიდან მორატორიუმია გამოცხადებული, რომელიც ამ დრომდე ძალაში იყო. საკანონმდებლო ცვლილება ძალაში 2020 წლის 1 იანვრიდან შევა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია