შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა რჩევა მისცა კახა კალაძემ ზუგდიდის მერობის კანდიდატს?

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37469 
 06 აპრილი 2019

„ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ზუგდიდის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია რეგიონების განვითარება, განსაკუთრებით, სამეგრელოს წინსვლა, იმიტომ, რომ ზუგდიდი ყველაზე ახლოსაა აფხაზეთთან.

თბილისის მერმა „ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატს გიორგი შენგელიას, რომელიც მმართელმა პარტიამ დღეს წარადგინა. რჩევაც მისცა.

"როგორც დედაქალაქის მერმა, მინდა, მას ერთი რჩევა მივცე: პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოს ზუგდიდელების აზრი. ასე შეიძლება მოგვარდეს ყველა ის პრობლემა, რომელიც ზუგდიდს აწუხებს. მე ძალიან კარგად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა. ამის გარეშე შეუძლებელია რაიმე წარმატებაზე, წინსვლაზე ფიქრი, იმ პროექტების განხორციელებაზე საუბარი, რომელიც დაგეგმილი გვაქვს. ყველაფერი შესაძლებელია ამ ერთსულოვნებით, როდესაც ზურგს გიმაგრებს ადამიანების უზარმაზარი არმია, ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეები, რომელთაც გული შესტკივათ თავის ქალაქზე, სოფლებზე, უბნებზე, რაიონებზე", - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია