შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

10 პროდუქტი, რომელიც მარტში ყველაზე მეტად გაძვირდა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37420 
 05 აპრილი 2019

საქართველოში პურის გაძვირებას ისევ ელოდებიან. მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის კრიზისია, დეფიციტი კი ფასზე აისახება. გაძვირებული ფქვილის საქართველოში იმპორტირებისთანავე შესაძლოა, ქვეყანაში მცირე საცხობები დაიხუროს. ორი თვის წინ, მცირე მეწარმეებს გაზის გადასახადი გაუძვირეს, მაშინ მთავრობამ შეღავათი მხოლოდ დიდ ქარხნებს დაუწესა, ახლა კი ფქვილის გაძვირების ახალი ტალღა მათთვის შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს.

პურის გაძვირება საქართველოში „აისეტის“ მკვლევარებმა დააანონსეს. მათ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდის ტენდენციები შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ ფქვილი უახლოეს მომავალში გაძვრიდება.

ეკონომიკის ექსპერტები პურისა და პურ-პროდუქტების ფასების ზრდის პარალელურად, სხვა პროდუქტების გაძვირებასაც ვარაუდობენ.

ტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.7 პროცენტი შეადგინა.

გთავაზობთ იმ ტოპ 10 პროდუქტის ჩამონათვალს, რომელზეც მარტში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები:

  • კომბოსტო - 166%-ით;
  • ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი - 98.2%-ით;
  • მწვანილი - 70.4%-ით;
  • ხახვი - 60.6%-ით;
  • მსხალი - 41.3%-ით;
  • ბადრიჯანი - 40.1%-ით;
  • პომიდორი - 38.8%-ით;
  • კიტრი - 36.4%-ით;
  • წიწაკა - 32.0%-ით;
  • იმპორტული წარმოების ფილტრიანი სიგარეტი - 30.1%-ით;
  • ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი - 29.6%-ით
  • „ბიზნესპრესნიუსი“ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია