შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გარბენში რეგიონის პირველობა ახალციხის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა მოიპოვეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22116 
 06 აპრილი 2019
რეგიონიული შეხვედრა ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე დღეს, ექვს აპრილს გაიმართა. გარბენში ერთმანეთს ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ბორჯომის და ნინოწმინდის საჯარო სკოლების გოგონათა და ვაჟთა გუნდები ეჯიბრებოდნენ. ვაჟებში პირველ ადგილზე გავიდა ახალციხის მესამე სკოლის გუნდი, მეორეზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის, სოფელ რველის საჯარო სკოლა, ხოლო მესამეზე ასპინძის, სოფელ რუსთავის საჯარო სკოლა.რაც შეეხება გოგონებს, პირველი ადგილი ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის გუდმა მოიპოვა, მეორე ადგილზე კი ასპინძის მუნიციპალიტეტის ტოლოშის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა.ჯამში დღევანდელ შეჯიბრში მონაწილეობას ცხრა სკოლის გუნდი იღებდა.პირველ ადგილზე გასული გუნდები მონაწილეობას ზონალურ თამაშებში მიიღებენ.დღესვე, სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში ჩატარდება რეგიონული თამაში მინიფეხბურთშიც, რომელიც ცხრა აპრილის ქუჩაზე მდებაარე სტადიონზე ჩატარდება.შეჯიბრი 14:00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას ექვსი გუნდი მიიღებს.[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია