შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საკირეში 37 წლის ზეზვა თოფურიანმა სარეაბილიტაციო კურსი დაიწყო

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22136 
 08 აპრილი 2019
ზეზვა თოფურიანმა სარეაბილიტაციო კურსის პირველი ეტაპი, უკვე დაასრულა და როგორც მისი ახლობლები ამბობენ, უკვე შედეგიც აქვს: „ეს კურსი ძირითადად მასაჟებს მოიცავდა ხერხემალზე, რაც ფეხზე დადგომაში დაეხმარება. ახლა შედეგი ის არის, რომ საწოლს მიჯაჭვული აღარ არის და ჯოხით ნელ–ნელა გადაადგილება შეძლო. გარკვეული პერიოდი უნდა დაისვენოს და მერე კიდევ გააგრძელებს კურსს“. რეაბილიტაციის კურსის დასრულების შემდეგ 37 წლის კაცი დამოუკიდებლად გადაადგილებას შეძლებს თუმცა, თვალზე მიღებული დაზიანება მკურნალობას არ ექვემდებარება: „თვალზე იმდენად მძიმე ტრამვა აქვს, რომ მკურნალობას აზრი აღარ ჰქონდა, თითქმის ერთი წელი მაგ ტრამვით იწვა უფულობის გამო, დროულად ვერ მიაკითხა, რომ ემკურნალა“. ბორჯომში, სოფელ საკირეში მცხოვრები 37 წლის ზეზვა თოფურიანი ათი თვის განმავლობაში, ცემისგან მიღებული ტრამვებით საწოლს იყო მიჯაჭვული, მას ტრავმა ხერხემალზე და თვალზე აქვს. იმისათვის რომ სარეაბილიტაციო კურსის გავლა დაეწყო თანხა სჭირდებოდა. თოფურიანების ოჯახის შესახებ „სამხრეთის კარიბჭის“ მიერ გამოქვეყნებული მასალის შემდეგ, ოჯახის პრობლემებით ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია დაინტერესდა და მისი დაფინანსება სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა. მერიამ თოფურიანს მკურნალობის კურსების გასავლელად 11 058 ლარი გამოუყო.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სამართალი
პოლიტიკა