შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლაითურში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება-დამწვარია ჰექტრობით ფიჭვნარი

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37534 
 09 აპრილი 2019

ლაითურის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი რამდენიმე საათია  მძინვარებს. 

ამ დროისთვის ცეცხლის ლოკალიზება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. დამწვარია რამდენიმე ჰექტარი უნიკალური ფიჭვნარი. ცეცხლი ამ დრომდე უკიდია ტყის ნაწილს.

ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა იმყოფება, თუმცა ახალ-ახალი კერები სწრაფად ჩნდება და ცეცხლის სრულად გაქრობას ვერ ახერხებენ.

ადგილზე სახანძრო ბრიგადები გამოძახებულია ფოთიდან და აჭარიდან.

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია